საბაგირო გზა არგოს მეშვეობით გასეირნება და ზღაპრული ხედებით ტკბობა მხოლოდ დასაწყისია.
ზედა სადგურზე დაგხვდებათ ახალი, მრავალფეროვანი და საინტერესოდ მოწყობილი სივრცე, სადაც შეგიძლიათ დაუვიწყრად გაატაროთ დრო მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად.
გასართობი სივრცე მორგებულია როგორც ბავშვების, ასევე უფროსების გემოვნებაზე.
ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ მრავალფეროვანი აქტივობებით: სარკისებური ლაბირინთები, საფოტოსესიო თვითმფრინავი, სამაგიდო თამაშები და სხვა.
გასართობი სივრცე - ადგილი, სადაც გართობას ასაკი არ აქვს!