„არგოს“ კულტურულ-გასართობი კომპლექსის და კონცეფციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია კაფე-ბარი, რომელიც მოიცავს 120-ადგილიან ღია ტერასას და შიდა დარბაზს 50- მდე ადგილით; ქართული და ევროპული სამზარეულო, გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელები, კოქტეილები; შოუ-პროგრამა, ეთნოგრაფია და ფოლკლორი.
სრულყოფილი გარემო სხვადასხვა ცერემონიის, სადღესასწაულო ღონისძიებისა თუ საქმიანი შეხვედრების ჩასატარებლად, ასევე ოჯახთან, მეგობრებთან, საყვარელ ადამიანთან ან სულაც მარტო დასასვენებლად და დროის საუკეთესოდ გასატარებლად.
არგონავტების გემიდან 21-ე საუკუნეში, ან პირიქით - სტუმრად აფრააშლილ, ლეგენდარულ ხომალდზე, მთავარია, რა გჭირდება, სად გინდა აღმოჩნდე, როცა ბათუმში, ბაქოს ქუჩიდან „არგოზე“ ადიხარ. მითის და რეალობის, ისტორიის და თანამედროვეობის სიმბოლური, ზომიერი და ჰარმონიული აქცენტები - გამორჩეული მასპინძლობა და შესაბამისი სივრცე წლის ნებისმიერ სეზონზე.
„საუკეთესო ევროპა და საუკეთესო საქართველო“: აჭარული ხაჭაპური და მჭადი, მწვადი და შქმერული, სალათები და წვნიანები, ხვანჭკარა და საფერავი, ყავა და ჩაი, ვისკი და ტეკილა... - საქართველოს ყველა კუთხისა თუ ევროპული სამზარეულოს გამორჩეული კერძები და სასმელები ერთ სივრცეში, საავტორო და საფირმო კოქტეილები, ძველი და ნაცნობი თუ უცხო და მოულოდნელი გემო „არგოს სტილში“ და „არგოს აქცენტით“.
„როცა არგოზე ადიხარ“: „არგოს“ ერთნაირი სიამოვნებით და ინტერესით სტუმრობს ყველა - საქართველოში მცხოვრებიც და ტურისტიც. ხელმისაწვდომი, კომფორტული და ნებისმიერ ინტერესს მორგებული გარემო იდეალურია სამსახურისა თუ სანაპიროზე სეირნობის შემდეგ, ოჯახთან, მეგობრებთან თუ მარტო დასასვენებლად... ახალი და დაუვიწყარი გამოცდილების სხვა სიმაღლეზე ასასვლელად, ჯერ „არგოზე ადიხარ“ და... მერე მუდმივად ბრუნდება.
„მშვიდი ზღვის სიწყნარე და ბობოქარი ზღვის ენერგია“: შიდა, დახურული სივრცე და ღია ტერასა, „გემბანის სანახაობა“, სადაც ცოცხალი მუსიკა ისმის და ფოლკლორული საღამოები იმართება. კონკურსები და ფლეშმობები, ქართული ცეკვის მასტერკლასები, გასართობი შოუები ბავშვებისა თუ დიდებისთვის. სიმშვიდე და მყუდროება, ენერგია და ემოცია, წარსული და მომავალი - ერთ დროსა და ერთ სივრცეში.
„სტუმარმასპინძლობის საუკეთესო გამოცდილება“: ზღვის და მთის მომნუსხველი ხედები და ჰორიზონტი; მზის დაუვიწყარი ჩასვლა და მთის ნიავს მოყოლილი ზღვის სურნელი. საკუთარ თავთან, მეგობრებთან თუ სტუმრებთან მყუდრო გარემოში დარჩენის სიამოვნება ან სულაც დიდი, ხმაურიანი სამყაროს ნაწილად ქცევა და მხიარული თავგადასავალი მათთვის, ვისაც ქართული სტუმარმასპინძლობა მოენატრა ან უნდა ის პირველად ნახოს და შეიგრძნოს.