კეთილი იყოს შენი მობრძანება არგოს გადასახედ გემბანზე, საიდანც იშლება ბათუმის საუკეთესო პანორამული ხედები!
საბაგირო გზა და კულტურულ-გასართობი კომპლექსი არგო სიყვარულის, რომანტიზმისა და განუმეორებელი ხედების შთაგონებით, არგო ანარიის მთაზე, ზღვის დონიდან 256 მეტრ სიმაღლეზე, არგოს გადასახედ გემბანზე გეპატიჟებათ.
დათოვლილი კავკასიონისა და შავი ზღვის ჰორიზონტები; აისი თუ დაისის პანორამული ხედები; პატარა ქალაქის დიდი ისტორია და ღრუბლებში გახვეული თითოეული დეტალი. არგოს გადასახედი გემბანი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებსა და ემოციებს გპირდება!
გვეწვიე და გახდი დაუვიწყარი მოგზაურობის მონაწილე. შეიგრძენი ბათუმი ზღვის დონიდან 256 მეტრზე.