საბაგირო არგო მდებარეობს ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე, გთხოვთ იხილოთ ბმული: https://bit.ly/3OIp5gf
სამუშაო საათებია: 10:00 - 22:30 სთ.
ზრდასრულებისთვის, 12+ წლის: 30 ლარი
5-12 წლის ბავშვები: 7 ლარი
0-5 წლის ბავშვები: უფასო
ბილეთის ფასი მოიცავს ორმხრივ მგზავრობას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: გვაქვს ინფორმაცია, რომ ტაქსის მძღოლები ვიზიტორებს აწვდიან ცრუ ინფორმაციას ბილეთის ფასთან დაკავშირებით. გთხოვთ, არ მისცეთ მათ შეცდომაში შეყვანის უფლება.
ბილეთების შესაძენად გთხოვთ დააკლიკეთ აქ.
საბაგირო გზა არგოს ქვედა სადგურზე კერძო პარკინგი არ არის ხელმისაწვდომი. ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ საჯარო პარკინგის სივრცეებით, ან ალტერნატიული ტრანსპორტით.
დიახ, ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ. შესაძენად გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულზე.
არა. საბაგირო გზით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და სიმაღლის ადამიანს.
დიახ, საბაგირო გზა ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეთათვის, როგორც ზედა, ასევე ქვედა სადგური.
ერთი მიმართულებით მგზავრობას დაახლოებით 15 წუთი სჭირდება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ამინდზე და გონდოლების მოძრაობის სიჩქარეზე.
დიახ, მგზავრებს შეუძლიათ გონდოლათი იმგზავრონ შინაურ ცხოველებთან ერთად.
დიახ, არგოს ზედა სადგურზე არის კვების ობიექტები, კაფე-რესტორანი, ზაფხულობით გარე ბარი, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ქართული ტრადიციული კერძები და ასევე ევროპული სამზარეულო. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დააკლიკეთ აქ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დადასტურებული ტრანზაქციის გაუქმება, დაბრუნება ან შეცვლა შეუძლებელია. გთხოვთ ბილეთის შეძენამდე გადაამოწმოთ ჯავშნის დეტალები.
საბაგირო გზა არგო სისტემატურად მასპინძლობს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს. ზაფხულში, ყოველ საღამოს, კარგი ამინდის შემთხვევაში იმართება უფასო შოუ პროგრამა, მათ შორის ქართული ცეკვის მასტერკლასები. სტუმრებს ხშირად ვთავაზობთ სხვადასხვა სახის ფასდაკლებებს. გთხოვთ, თვალი ადევნოთ ჩვენს ვებ-გვერდს სამომავლოდ სპეციალური ფასდაკლებებისა და შემოთავაზებების მისაღებად.
დიახ, მოგზაურობის დროს ფოტო/ვიდეო გადაღება ნებადართულია და სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა სამახსოვროდ აღბეჭდონ ბათუმის თვალწარმტაცი კადრები.
უსაფრთხოება ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. სისტემურად ხორციელდება ტექნიკური დათვალიერება და კონტროლი. დაცულობა, კომფორტის მაღალი სტანდარტი და ხარისხი საბაგირო გზა არგოს ერთ-ერთ შეუცვლელ მარშრუტად აქცევს როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისა და ბათუმის სხვა სტუმრებისთვის.
მსუბუქი წვიმის შემთხვევაში, საბაგირო გზა ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას შეფერხების გარეშე. ძლიერი ქარის შემთხვევაში საბაგირო გზა შეიძლება დროებით შეჩერდეს მგზავრთა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. თუ გექნებათ კითხვები ამინდთან დაკავშირებით მგზავრობის დაწყებამდე შეგიძლიათ მიმართოთ საბაგიროს თანამშრომლებს.
დიახ, ზედა სადგურზე არის გადასახედი გემბანი, საიდანაც სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ ბათუმი ზღვის დონიდან 256 მეტრი სიმაღლიდან და დატკბნენ პანორამული ხედებით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ საბაგირო გზის მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს მეილზე: argocablecar@gmail.com, ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: (+995) 591 870 008.
საბაგირო გზით მგზავრობა დღის ნებისმიერ მონაკვეთში საინტერესო გამოცდილებას სთავაზობს სტუმარს. დღის განმავლობაში შეგიძლიათ ისიამოვნოთ აჭარის ბუნებით და ბათუმის მომხიბვლელი ხედებით, ხოლო ღამით განათებული ქალაქის პეიზაჟი გთავაზობთ ჯადოსნურ და მომხიბვლელ სანახაობას, რაც თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს.
ბილეთის მოქმედების ვადაა 6 თვე, შეძენის დღიდან.
გაცნობებთ, რომ არგო საბაგირო გზის ბილეთის ფასი, როგორც წესი, მოიცავს ორმხრივ მგზავრობას და ერთი გზის ბილეთები შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი. ბილეთის შეძენამდე გთხოვთ გაიაროთ კონსულტაცია ჩვენს წარმომადგენლებთან.
თუ ქვედა სადგურზე შეიძინეთ ბილეთი, ამ შემთხვევაში თქვენ არ დაგჭირდებათ უკან დასაბრუნებელი ბილეთის შეძენა, ხოლო თუ ზედა სადგურამდე თქვენ ახვედით ფეხით ან მანქანით და გსურთ უკან დაბრუნება საბაგირო გზით, ამ შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ ბილეთის შეძენა.
აალებადი ნივთიერებები, როგორიცაა სითხეები, აირები, იონიზირებული და არაიონიზირებული ლითიუმის ბატარეები; და მოწყობილობები, რომლებიც შეიცავენ ისეთ აალებად ნივთიერებებს, როგორიცაა მოტორიზირებული პერსონალური მობილურობის მოწყობილობები და ელექტრო სკუტერები.
ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ მასქსიმალურად უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო ჩვენი სტუმრებისთვის. კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ ჩვენს თანამშრომლებს, ან დაგვირეკეთ ნომერზე: (+995) 591 870 008.
ერთი გონდოლათი შესაძლებელია არა უმეტეს 8 ადამიანის მგზავრობა.
ჩვენი საბაგირო გზის კაბინები განკუთვნილია სხვებისთვისაც; თითოეულ გონდოლაში შესაძლებელია 8-მდე ვიზიტორის განთავსება.
არა. უსაფრთხოების პოლიტიკიდან გამომდინარე, გონდოლაში მოწევა აკრძალულია.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გონდოლაში საკვების შეტანა აკრძალულია.
ჩვენ ვაფასებთ თქვენს თანამშრომლობას ყველა მგზავრისთვის სუფთა და სასიამოვნო გარემოს შესანარჩუნებისთვის.