Საინტერესო აქტივობები ბათუმში

6 მაისი, 2024

Საინტერესო აქტივობები ბათუმში | argo-batumi.ge

თქვენს Შეკითხვაზე - თუ რა რა ვაკეთოთ ბათუმში, ჩვენს ბლოგში მიიღებთ ამომწურავ პასუხს. ბათუმი ულამაზესი ზღვისპირა ქალაქია, რომელიც მდებარეობს აჭარაში, საქართველოს დასავლეთ ნაწილში. აქ ნახავთ მსუბუქ და დინამიურ არქიტექტურას, გაეცნობით უძველეს ისტორიას, დატკბებით მზიანი სანაპიროთი, ისიამოვნებთ პარაშუტითა და გაისეირნებთ საბაგიროთი, დაგხვდებათ ულამაზესი ბულვარი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, უგემრიელესი აჭარული სამზარეულო, მრავალფეროვანი ატრაქციონები, და სხვა მრავალი გასართობი პუნქტი. კულტურული თუ დასასვენებელი ადგილი შეუდარებელს ხდის ამ ქალაქს და უამრავ დამსვენებელსაც იზიდავს.


რა ვაკეთოთ ბათუმში, როდესაც რამდენიმე დღე ვსტუმრობთ მზიან აჭარას?


გაგაცნობთ, იმ ადგილებს და აქტივობებს, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ ბათუმში, ზღვისპირა ქალაქში სტუმრობისას. დაგეხმარებათ ჩვენი სასარგებლო რჩევები:

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა ქალაქში.

ბათუმის ბულვარი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა ქალაქში.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, დაგხვდებათ 10 კილომეტრზე გადაჭიმული სარეკრეაციო ზონა, რომელსაც მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი.

ბათუმის ბულვარის სასეირნო ზღვისპირა ზოლი აერთიანებს 4 ისტორიულ ხეივანს, ველობილიკს, ტერიტორიაზე ხარობს10 ათასზე მეტი, სხვადასხვა დროს დარგული ხე-მცენარე. სუვრცე უნივერსალურია ნებისმიერი ასაკის დამსვენებლებისათვის.

ბათუმის ბულვარში დასვენებისა და გართობისთვის მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურაა მოწყობილი, მორგებულია ყველა გემოვნების სტუმარზე, მათ მოთხოვნასა და კმაყოფილებაზე. Მათ შორისაა:

  • ევროპული სტანდარტის ღია კორტები,
  • იახტ კლუბი, რომელიც მდებარეობს,, ეშმაკის ბორბლის’’ მიმდებარედ,
  • ვეტერანთა კლუბი, რომელიც სახელგანთქმულია ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ, ნონა გაფრინდაშვილის სახელით.
  • ასევე, სავარჯიშო სივრცე - ბათუმის ბულვარი, რომელიც კულტურულ-სარეკრეაციო ფუნქციებთან ერთად ითავსებს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მისიასაც.
  • და ბოლოს ბათუმველი, ნებისმიერ სტუმარს სპეციალური ბარათის მეშვეობით შეუძლია ისარგებლოს ფრანგული ველოსიპედით და მოიაროს ბულვარის ვრცელი ტერიტორია. ქალაქის მასშტაბით სულ განთავსებულია 23 ველოტერმინალი.

ბათუმის ბულვარი იქცა ქალაქის სავიზიტო ბარათად, სადაც ყველა დამსვენებელს შეუძლია დრო არაჩვეულებრივად გაატაროს დღისა თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკურ ბაღს მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი აჭარაში, ქალაქ ბათუმიდან 9 კმ დაშორებით, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავსა და მწვანე კონცხს შორის მდებარე სანაპირო ზოლზე მდებარეობს.

ბაღს ზღვის სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კმ სიგრძის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი უკავია, რომელიც ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლემდე ვრცელდება და ბაღის ტერასიდან იშლება თვალწარმტაცი ხედები ზღვაზე.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღს მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება. აქ იზრდებიან და მრავლდებიან სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა სახეობები. Მაგალითად: ამ ზღაპრულ ადგილას ერთნაირად კარგად ხარობს, როგორც კანარის ფინიკის პალმა, ასევე იაპონური საკურაც. შესაბამისად, ბაღში მრავალი სახეობისა და ჯიშის მცენარეა წარმოდგენილი.

თუკი ბათუმში ექსტრემალურ გასართობს ეძებთ, მაშინ ზიპლაინი მშვენიერი არჩევანია. ბათუმის ზიპლაინი ბოტანიკურ ბაღში მდებარეობს. მისი სიგრძე 500 მეტრია და დაშვების ხანგრძლივობა 40-50 წამია.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი საუკეთესო ადგილია ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის.

ქართული ეროვნული ცეკვების შოუ

ქართული ეროვნული ცეკვები, დაუვიწყარი შოუ, უფასო წარმოდგენა ,,არგოს’’გასართობ სივრცეში ყოველ საღამოს.

ქართული ეროვნული ცეკვები, დაუვიწყარი შოუ, უფასო წარმოდგენა ,,არგოს’’გასართობ სივრცეში ყოველ საღამოს. გთავაზობთ უამრავი სახეობის მასტერკლასებს, როგორც საბავშვო, ასევე სხვადასხვა გასართობ პროგრამებს.

კომპლექსის ძირითადი ნაწილი ანურიის მთაზე, ზღვის დონიდან 250 მეტრ სიმაღლეზეა განთავსებული. შესაბამისად, გთავაზობთ ქალაქის, შავი ზღვისა და გარშემო მთების უნიკალურ ხედებს.

ციცინათელა - მრავალფეროვანი ატრაქციონები

ატრაქციონების პარკი 'ციცინათელა' მდებარეობს შეკვეთილში, ურეკსა და ქობულეთს შორის.

ატრაქციონების პარკი დამთვალიერებლებისა და დამსვენებლების გაოცებას ნამდვილად ახერხებს თავისი სილამაზითა და ატრაქციონების სიმრავლით.

გასართობი სივრცე გამოირჩევა 36 გასართობი ატრაქციონით. Სივრცე ათვისებულია 8 საბავშვო, 17 საოჯახო და 11 ექსტრემალური ატრაქციონით. აქვე მდებარეობს სათამაშო ავტომატების დარბაზი და ლაბირინთი ,,ბედნიერი ქალაქი’’.

დამსვენებლებს ასევე შეუძლიათ ესტუმრონ ბოულინგის სივრცეს და სხვადასხვა კვების ობიექტს.

ატრაქციონების პარკი ,,ციცინათელა’’ თავისი სილამაზითა და უამრავი გასართობი სივრცით, ატრაქციონების სიმრავლით უდაოდ წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს თითოეულ დამსვენებელზე.

წყლის პარაშუტით გასეირნება ბათუმის სანაპიროზე

დაგეგმეთ წყლის პარაშუტით გასეირნება და ციდან შეავლეთ თვალი ბათუმის ულამაზეს სანაპიროს.

ადრენალინისა და ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარულთათვის ბათუმი უამრავ გასართობ აქტივობებს გთავაზობთ.

დაგეგმეთ წყლის პარაშუტით გასეირნება და ციდან შეავლეთ თვალი ბათუმის ულამაზეს სანაპიროს. Სხვა მრავალ შესაძლებლობებთან ერთად, დამსვენებელს შეუძლია სხვადასხვა გასართობი საშუალებებით სარგებლობა: Ზიპლაინით ფრენა, იახტის ქირაობა, კატერითა თუ სკუტერით გასეირნება, წყლის თხილამურებით სრიალი და სხვა საზღვაო აქტივობა.

აჭარული სამზარეულო და რეკომენდაცია რესტორნების შესახებ

აჭარა ერთ-ერთი ცნობილი რეგიონია თავისი მრავალფეროვანი სამზარეულოთი.

აჭარა ერთ-ერთი ცნობილი რეგიონია თავისი მრავალფეროვანი სამზარეულოთი. აჭარის სამზარეულო გამოირჩევა გემოსა და ინგრედიენტების უნიკალური ნაზავით. აჭარული სამზარეულოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ისეთი კერძები როგორიცაა: ხაჭაპური, საცივი, მწვადი, მჭადი, ხინკალი, ჩქმერული, ნიგვზიანი ფხალი, ლობიო და სხვა.

აჭარულ კერძებში ყველაზე გამოირჩეულია აჭარული ხაჭაპური თავისი ორიგინალური ფორმითა და გემოთი. Საინტერესოა აჭარული ხაჭაპურის შექმნის ვერსიები. Მათ შორის ერთ-ერთია, ზღვისპირას მცხოვრებ ლაზებს ცომისთვის ნავის ფორმა მიუციათ, კვერცხის გული კი თითქოს ზღვაში ჩამავალ მზეს განასახიერებს.

აჭარული კერძების მრავალფეროვანი არჩევანი კი დაგხვდებათ ისეთ რესტორნებში როგორიცაა რესტორანი - ტერასა ასკანელი, რომელიც მდებარეობს ზღვისპირა ბათუმის ულამაზეს სივრცეში.

ასევე, შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული ქართული და ევროპული სამზარეულო რესტორან ,,რეტროში’’. სიყვარულივით გემრიელი გულის ფორმის აჭარული ხაჭაპურით კი გულს იჯერებთ კაფე - რესტორან ,,ლევილშიც’’.

შავი ზღვის სანაპირო - ბათუმის სანაპირო ზოლი

თუ ზაფხულის ცხელ დღეებში გადაწყვიტეთ ესტუმროთ ბათუმს და დაისვენოთ შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმი ყველაზე ცხელ სეზონზე უამრავ აქტივობებს გთავაზობთ. Შეგიძლიათ გაისეირნოთ შავი ზღვის სანაპირო ზოლთან მდებარე ბულვარში, ან გაირუჯოთ სანაპიროზე, გაგრილდეთ ზღვაში ან უბრალოდ დატკბეთ ზღვის არაჩვეულებრივი ხედით.

შავი ზღვის წყალი გამოირჩევა მაღალი მინერალიზაციით. კლიმატოთერაპიის თვალსაზრისით, წყალს აქვს სამკურნალო დანიშნულება, სწორედ ამიტომ სხვადასხვა დანიშნულებით რეკომენდირებულია შავ ზღვაში ბანაობა. ზღვაში ბანაობის სეზონი კი აქტიურია მაისიდან ოქტომბრამდე.

Ბათუმი განსაკუთრებით აქტიურია ზაფხულის სეზონზე. შესაძლებელია სხვადასხვა საზღვაო აქტივობებით დაკავება (პარაშუტით ფრენა, წყლის სკუტერით სარგებლობა), იახტით გასეირნება ზღვაში, ნავით გასეირნება ტბაში და სხვა.

Ბათუმის სტუმრობისას, გარწმუნებთ, ყოველთვის შეძლებთ შეიქმნათ დაუვიწყარი მოგონებები.

Საბაგირო ,,არგო’’

Cable car “Argo” another cultural, entertainment complex in Batumi.

  • Საბაგირო ,,არგო’’ - ეს არის კიდევ ერთი კულტურული, სანახაობეივი, გასართობი კომპლექსი ბათუმში.
  • გასართობი კომპლექსი გთავაზობთ ქალაქის, შავი ზღვისა და მთების ულამაზეს ხედებს. კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა დანიშნულების სივრცეებს: რესტორნებს, კაფეებს, სავაჭრო ერთეულებს, ღია დარბაზებს, პოდიუმსა და ტერასებს სახურავზე.
  • Საბაგირო ,,არგოს’’ გზის სისტემა დაპროექტებულია და დამზადებულია ავსტრიული კომპანია „დოპპელმაიერი“-ს მიერ. გზის სიგრძე 2586 მეტრია, მასზე მუდმივად მოძრაობს 8 ადგილიანი 20 გონდოლა (დახურული ტიპის კაბინები) 5 მ/წმ. სიჩქარით. ერთი მიმართულებით გზის დაფარვა შესაძლებელია 10 წუთში, ერთი საათის განმავლობაში კი საბაგირო მოემსახურება 245 ადამიანს.

Ზაფხულის დღეებში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ უფასოდ დაესწრონ ქართული ეროვნული ცეკვების არაჩვეულებრივ წარმოდგენას. აქვე დააგემოვნონ ქართული ტრადიციული ღვინო და უნიკალური აჭარული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები.

Ბათუმის ბულვარი, საბაგირო ,,არგო’’, ბოტანიკური ბაღი, ატრაქციონები, გასართობი სივრცეები და კიდევ უამრავი რამ, რაც გელოდებათ ბათუმში, ამ ულამაზეს ზღვისპირა ქალაქში და კვლავ კითხვაზე, თუ რა ვაკეთოთ ბათუმში, გარწმუნებთ, პასუხი მუდამ ამოუწურავი იქნება.