Ბათუმი არაჩვეულებირვი ზღვისპირა ქალაქია უამრავი სანახაობრივი ადგილითა და გასართობი აქტივობებით. არ აქვს მნიშვნელობა ტურისტულად სტუმრობს ამ ქალაქს თუ საქმიანი შეხვედრები გაქვს, აუცილებლად გახსნი გუგლს და ჩაწერ „ბათუმში სანახავი ტოპ ადგილები“. სწორედ ამისთვის, თუ რომელ ღირსშესანიშნაობას შეგიძლიათ ესტუმროთ ბათუმში და დრო როგორ გაატაროთ სასიამოვნოდ, ამ ინფორმაციის მისაღებად, გირჩევთ ბოლომდე ჩაიკითხოთ ჩვენი ბლოგი და გაითვალისწინეთ სასარგებლო რეკომენდაციები
გასართობი კომპლექსი ,,არგო’’ | პანორამული ხედები | ზღვისა და მთების ულამაზესი ხედები.
თუ გადაწყვიტეთ ესტუმროთ ბათუმს, გაგაცნობთ იმ განსაკუთრებულ ადგილებს, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ ბათუმში ყოფნისას.
Ბათუმში მოხვედრისას, არაჩვეულებრივი პანორამული ხედების დასათვალიერებლად, აუცილებლად ეწვიეთ გასართობ კომპლექსს, საბაგირო ,,არგოს’’, რომელიც გთავაზობთ ქალაქის, შავი ზღვისა და მთების ულამაზეს ხედებს. კომპლექსი მოიცავს ისეთ ადგილებას, როგორიცაა:
,,არგოს’’ საბაგირო გზის სადგურების არქიტექტურული მხარე დამუშავებულია ლონდონში კომპანია RTKL-ის მიერ. Საბაგიროს გონდოლები დახურული ტიპის კაბინებითაა წარმოდგენილი და მასში 8 ადამიანი თავსდება. Საბაგირო გზის სიგრძე კი 2586 მეტრია. Აღსანიშნავია, რომ საბაგირო გზის სისტემა დაპროექტებულია და დამზადებულია ავსტრიული კომპანია „დოპპელმაიერი“-ს მიერ.
საბაგიროს დანიშნულების ადგილია ანურიის მთა, რომელიც ზღვის დონიდან 256 მეტრ სიმაღლეზეა.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი - აჭარაში, ბათუმიდან 9 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და მსოფლიოში ერთ - ერთი უდიდესი და მდიდარი ბოტანიკური ბაღია 111 ჰექტარზე გაშენებული. Ბაღი ცნობილია მრავალი სახეობისა და ჯიშის მცენარეებით. Ბოტანიკურ ბაღში შედის კოლხეთის ტყის ნაკრძალი და მრავალი განსხვავებული ფლორისტული ლანდშაპი. აღსანშნავია, რომ ბოტანიკურ ბაღში ხდება გადაშენების პირას მყოფი მცენარეების დაცვა.
ბაღი დაყოფილია 3 პარკად. მასში გაერთიანებულია ფოტოგეოგრაფიული განყოფილებები (აღმოსავლეთ აზიის, ჰიმალაის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, მექსიკის, ჩრ. ამერიკის, სამ. ამერიკის, ხმელთაშუა ზღვისა და ამიერ კავკასიის ტენიანი სუბტროპიკების განყოფილება). Ხოლო რაც შეეხება მცენარეთა კოლექციას, აქ თავმოყრილია ციტრუსოვანი, კამელიების, ვარდებისა და სხვა უნიკალური კოლექციები.
პიკნიკისა და კემპინგის მოყვარულთათვის კი ბაღში შესაძლებელია ასეთი აქტივობების მოწყობა. Სურვილისამებრ, შესაძლებელია ექსკურსია მძღოლის აყვანა, მცენარეთა შეძენა და საქორწინო ცერემონიის ჩატარებაც კი.
ბოტანიკური ბაღი საუკეთესო ადგილია ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის.
Ბათუმში სეირნობისას არარსებობს თვალი არ შეავლოთ ქალაქის ულამაზეს ღირებულებებსა და მის შესანიშნავ სკულპტურებს. მათ შორის ერთ-ერთი გასაოცარი სკულპტურაა “ალი და ნინო”. ქანდაკება მდებარეობს ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკთან და პანორამულ ბორბალთან ახლოს 50 მეტრში.
შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე ეს შესანიშნავი სკულპტურა სინქრონულად მოძრავი ღირსშესანიშნაობაა მთელს შავი ზღვის კურორტზე.
“ალი და ნინო” სახელი გაჩნდა ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის ყურბან საიდის რომანიდან. იგი მოგვითხრობს აზერბაიჯანელი მუსლიმანის ალი შარვაშირისა და ქართველი ქრისტიანის ნინო ყიფიანის სიყვარულზე. რომანში მოთხრობილი მოვლენები კი ვითარდება კავკასიაში პირველი მსოფლიო ომის დროს.
სკულპტურა მოიცავს ქალისა და მამაკაცის 8 მეტრიან ფიგურას, რომლებიც ერთმანეთს კვეთავენ და ერთ მთლიანობად იქცევიან. მისი კონსტრუქცია საოცარ გავლენას ახდენს მნახველეზე.
მონუმენტი წარმოადგენს სიყვარულის სიმბოლოს, მიუხედავად ეროვნებისა და სარწმუნოებისა.
,,ალი და ნინოს’’ ქანდაკების ასეთი სინქრონულად მამოძრავებელი ძალა ნამდვილად დაგიტოვებთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს.
Ბათუმის ბულვარი - შესანიშნავი ადგილი დამსმვენებლებისთვის ბათუმში, სარეკრეაციო ზონა, ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, 4 ისტორიული ხეივნით, ველობილიკით, 7 კილომეტრიანი სასეირნო სივრცით და სხვა მრავალი მახასიათებლით, ბულვარი თავისი უწყვეტი განვითარების ციკლით, იქცა ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად, სადაც შეძლებთ თავისუფლად განიტვირთოთ და დაისვენოთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
ულამაზესი კლასიკური შადრევანი, ალი და ნინო, ქალი ველოსიპედზე, მოცეკვავე შადრევანი არდაგანის ტბაში, ბათუმის შუქურა, ანბანის კოშკი, ცენტრალური მოცეკვავე შადრევნები, ბათუმის კოლონადები და კიდევ უამრავი ღირსშესანიშნაობა, რისი მონახულებაც შეგიძლიათ ბათუმის ბულვარში.
Ბათუმში სტუმრობისას, აუცილებლად ეწვიეთ საოცრად გამწვანებულ, ულამაზესად განათებულ, შავი ზღვის პირა ზოლზე შექმნილ საოცრებას - ბათუმის ბულვარს.
Ანბანის კოშკი ერთ- ერთი ყველაზე მაღალი ნაგებობა იყო ბათუმში 2018 წლამდე.
Კოშკი აშენდა 2011 წელს ესპანელი არქიტექტორის ალბერტო დომინგო კაბოსპროექტის მიხედვით.
Ბათუმის ანბანის კოშკის წვერში განთავსებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, მბრუნავი პანორამული რესტორანი, ღია ტერასა და ობსერვატორია.
პანორამული რესტორანი 360 გრადუსით ბრუნავს და სტუმრებს საშუალება აქვთ ანბანის კოშკიდან გადახედონ ქალაქის, მთებისა და შავი ზღვის ულამაზეს ხედებს.
Მოძრავი რესტორანი გამოირჩევა თავისი უნიკალური კონცეფციით. 60 წუთის მანძილზე ასრულებს ერთ სრულ ბრუნს.ანბანის კოშკის რესტორანში შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები და დატკბეთ ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნებით.
კოშკის იდეოლოგია მკაფიოდ გამოხატავს ქართველების სიყვარულსა და პატივისცემას მშობლიური ენის მიმართ. Ამგვარად, იდეის ავტორმა ქართველი ხალხის თვითმყოფადობის ჩვენება, ძალზედ ორიგინალური ხერხით შეძლო..
Ბათუმში, ცოცხალი მუსიკა, საინტერესო არქიტექტურა, ბავშვთა გასართობი ცენტრები, კაფე-ბარებითა და რესტორნებით სავსე ადგილს თუ ეძებთ, ეს პიაცაა. ადგილი, რომელიც გამოირჩევა მხატვრული, მოზაიკური და ვიტრაჟული ხელოვნების ულამაზესი ნიმუშებით.
Პიაცა უდაოდ განსაკუთრებულია, რადგან ის მთელს ევროპაში ყველაზე დიდი ფიგურატული მარმარილოს მოზაიკის მქონე მოედანია და საუცხოოა როგორც თავისი მოხატულობით, ისე მოზაიკისა და ვიტრაჟის ხელოვნების საუცხოო ნიმუშებით. დიახ, ეს არის ადგილი, რომელიც ბათუმში ვიზიტისას აუცილებლად უნდა ნახოთ.
Წარმოგიდგენთ კიდევ ერთ არაჩვეულებრივ ადგილს, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ, თუკი გადაწყვიტეთ აჭარაში მოგზაურობა. ეს არის მინიატურების პარკი. მინიატიურულ განზომილებაში საქართველო წარმოდგენილია 2 ჰექტარ ტერიტორიაზე. Პარკის მთავარი დანიშნულებაა, წარმოდგენა შეგიქმნათ საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ქვეყნის უძველეს ხუროთმოძღვრებაზე.
Მაშ ასე, გურიის ზღვისპირა კურორტზე - შეკვეთილში შეგიძლიათ მოინახულოთ საქართველო თითქოსდა ხელის გულზე გადაშლილი. ამ უნიკალურ პარკში მინიატიურებშია გადმოცემული სრულიად საქართველოს სხვადასხვა კუთხის 60-მდე ისტორიული ძეგლი და ღირსშესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობა.
Ბათუმში მუსიალური პარკის შესახებ თუ გსმენიათ?
კიდევ ერთი საოცარი ადგილის შესახებ გვსურს მოგიყვეთ.
Მუსიკალური პარკი დამსვენებლებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს. Მოსასვენებელი სივრცეებით უზრუნველყოფილი, ულამაზესი შადრევნები, ხის სკულპტურები, სასეირნო ბილიკები, სცენა, პარკში არსებული გარკვეული სივრცე მუსიკალურად გაფორმებულია იმ სხვადასხვა მუსიკოსების შემოქმედებით, რომელთა სიახლოვესაც მათივე ძეგლებია განთავსებული, წარმოდგენილნი არიან როგორც ქართველები, ასევე უცხოელი მაესტროები. Პარკში დაგხვდებათ უნიკალური ჯიშის მრავალწლიანი მცენარეები. ეს ყველაფერი კი გადაჭიმულია 21 ჰექტარზე.
Მუსიკალურ პარკში მოწყობილია სოციალური სივრცეც, რომელიც გარშემორტყმულია ხეებით, რაც იქ მყოფ დამსვენებლებს ეხმარება ბუნებასთან დაახლოვებაში და დროის სასიამოვნოდ გატარებაში
ასტრონომიული საათი - ის არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც ძველი ბათუმის ტერიტორიაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის კოშკზეა განთავსებული.
საათი დამზადდა გერმანიაში და იდენტურია პრაღის რატუშაზე დამონტაზებული საათისა.
სპეციალური მექანიზმით აღჭურვილი 'ასტრონომიული საათი' რეალური დროის ჩვენების პარალელურად, საშუალებას გვაძლევს გავიგოთ ასტრონომიული ინფორმაციაც. უდაოდ საინტერესო იქნება ასეთი ღირსშესანიშნაობის ნახვა იმ ტურისტებისთვის, ვინც ასტროლოგიით არის გატაცებული და არა მხოლოდ მათთვის. Კერძოდ რას გვაჩვენებს საათი: მზის, მთვარის, ზოდიაქოს თანავარსკვლავედისა და პლანეტების განლაგებას. ასევე, ის უჩვენებს მერიდიანს, ჰორიზონტს, მზის გადაადგილების მიხედვით მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროს, მთვარის ასაკსა და მთვარის რეალურ მოძრაობას დედამიწის გარშემო.
საათის წინ, დგას დაფა, სადაც მარტივად არის ახსნილი ასტრონომიული საათის დანიშნულება და გამოყენების წესები.
ეწვიეთ ამ არაჩვეულებრივ ადგილს და გაეცანით ასტროლოგიურ საოცრებებს.
ნეპტუნის შადრევანი - მონუმენტური შადრევანი, მდებარე ბათუმის დრამატული თეატრის წინ, სკვერში, ქალაქ ბათუმში. იგი 5 ფრაგმენტისაგან შედგება, რომელთა ცენტრშიც, კვარცხლბეკზე მდგარი, მოოქროვილი ნეპტუნის ქანდაკებაა განთავსებული, ირგვლივ კი, შადრევანია, რომელიც ოთხი ქალთევზას ფიგურათა კომპოზიციას წარმოადგენს.
შადრევნის ნეპტუნის მოოქროვილი ფიგურა, მისი ღვთიური ჟესტით, წყლების დამშვიდებისა და მართვის უნარს გამოხატავს. ამ ძეგლის XVI საუკუნის ორიგინალი ნეპტუნის შადრევანი იტალიაში, ქალაქ ბოლონიაში იმავე სახელის მქონე ნეპტუნის მოედანზე დგას. 2011 წელს შადრევნის ცენტრში მდგარი ნეპტუნის ქანდაკება და ჰერალდიკური ფარები მოაოქროვეს.
გაითვალიწისნეთ ჩვენს მიერ გაზიარებული რეკომენდაციები ბათუმში სანახავი ტოპ ადგილებისა, რომელიც უნდა მოინახულოთ ბათუმში ვიზიტისას. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ლოკაცია და გაატარეთ დაუვიწყარი დრო თქვენს მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად.